საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდეთ პატივი სცეს არჩევნების წესიერებას და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები | "ოცნებამ" საფრანგეთისგან წერილი მიიღო

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ოცნების" ხელისუფლებამ საფრანგეთისგან წერილი მიიღო, სადაც ფრანგი პოლიტიკოსები  ივანიშვილის გუნდს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებენ. წერილის შინაარსის, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შესახებ ფრანგულ მედიასთან ვრცლად ისაუბრა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა, ბენჟამენ ჰადადმა.

"ვნახეთ "ქართული ოცნების" მთავრობის მხრიდან არალიბერალური ნაბიჯები, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და უმცირესობებზე, რაც რისკს უქმნის არჩევნების წესიერებას. ვაკვირდებით ყურადღებით.

რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე ჩემს კოლეგებთან ერთად წერილს, რომელიც გავუგზავნეთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვუწოდეთ პატივი სცეს არჩევნების წესიერებას და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან თუ გსურს იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს მოითხოვს ღირებულებების დაცვას." - განაცხადა ჰადადმა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი