სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დღეს რუსთაველზე შეიკრიბება და არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით მსვლელობას გამართავს,

გამოქვეყნდა:

სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აქცია პარლამენტის წინ 7 საათიდან დაიწყება.

"დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი