ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ჯერ ხელისუფლებასთან, შემდეგ კი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართა. 

სადამკვირვებლო მისიის დაახლოებით 150 კაციან შემადგენლობას აინტერესებს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

"მათი ძირითადი კითხვა იყო, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას და რა ინფორმაციის გაზიარება შეგვიძლია ჩვენ მათთვის. მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ძალადობის ფაქტები, თავდასხმები და ა.შ. " ამბობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.

სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია აქვს პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე, თუმცა "ოცნება" ამტკიცებს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და არც კითხვები დასმულა - "კითხვა არ ყოფილა მაგ თემაზე, სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერს ვუპასუხეთ, ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, პირადობებზე კითხვა არ ყოფილა" - ამტკიცებს პრემიერი კობახიძე. 

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებთან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი