"რამდენიმე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მაგიდა ისეა განლაგებული, შეუძლებელია მასზე დაკვირვება განხორციელდეს" | ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან საარჩევნო უბნების ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. ოპოზიცია საარჩევნო უბანზე შექმნილ პრობლემაზე საუბრობს.  ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ  ცესკო "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით, მაგიდებს ისე ალაგებს, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება განახორციელოს დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა. აღნიშნულ თემაზე საუბრობენ იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში.

ოპოზიციის წარმომადგენლები პირადობების ჩამორთმევის საკითხზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ჩამორთმეული პირადობები შესაძლოა ე.წ კარუსელში იქნეს გამოყენებული. ამიტომ აუცილებელია დამკვირვებლებს ჰქონდეთ საშუალება რეგისტრატორის მაგიდას დააკვირდნენ და დააფიქსირონ, საკუთარი პირადობით აძლევს ადამიანი ხმას თუ არა.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აქცენტს საარჩევნო კოდექსზე აკეთებს და აცხადებს, რომ  დამკვირვებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერი ადგილიდან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.

"რეგისტრატორის მაგიდა უნდა იყოს კედლიდან მოშორებით და  დამკვირვებელს ჰქონდეს საშუალება დადგეს რეგისტრატორის მაგიდის უკან" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აღნიშნულ პრობლემაზე ისაუბრა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემაც.

"ზუგდიდის მე-10, 44-ე, მე-7, მე-9 და 30-ე უბნებზე ამ წუთის მონაცემებით მაგიდები ისე არის განლაგებული, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება განახორციელოს დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა. მივმართავ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს, ახლავე გაეცით ბრძანება თქვენს კომისიის თავმჯდომარეებზე, რომ მაგიდები განლაგდეს ისე, რომ დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს." -  აღნიშნა ანა წითლიძემ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი