სახელმწიფო მოხელე ჩვენი საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო უბნიდან სატელევიზიო ინტერვიუთი გამოსვლის სანაცვლოდ სამსახურს ჰპირდება | კირკიტაძე

გამოქვეყნდა:

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, "ოცნების" ეგიდით, სახელმწიფო მოხელე მათი კოალიციის საარჩევნო კომისიის წევრებს ურეკავს და სატელევიზიო ინტერვიუთი საარჩევნო უბნიდან გამოსვლის სანაცვლოდ, სამსახურს ჰპირდება. კირკიტაძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს ა წერს, რომ არსებობს შესაბამისი დამადასტურებელი ჩანაწერიც:

"სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებო. 
ქართული ოცნების ეგიდით მოქმედი, სახელმწიფო მოხელე ურეკავს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის - საარჩევნო კოალიციის კომისიის წევრებს და საარჩევნო უბნიდან, სატელევიზიო ინტერვიუთი გამოსვლის სანაცვლოდ ჰპირდება სამსახურში მოწყობას!!!
გვაქვს დამადასტურებელი ჩანაწერი" წერს კირკიტაძე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი