რაც ახლა ხდება რეგიონებში ხალხის მობილიზებულად, თვითორგანიზებულად, მოტივირებულად და ენთუზიაზმით წასვლის კუთხით - არ აქვს ანალოგი | მელია

გამოქვეყნდა:

"რაც ახლა ხდება რეგიონებში ხალხის მობილიზებულად, თვითორგანიზებულად, მოტივირებულად და ენთუზიაზმით წასვლის კუთხით - არ აქვს ანალოგი. 
არ იღლებიან, შექმნილ დაბრკოლებებს გამოწვევად იღებენ და სიხარულით ლახავენ.
ვინც თბილისში რჩება - ზოგი მანქანას ეძებს მიმავალი ხალხისთვის, ზოგი მძღოლს, ზოგი ბენზინს უსხმას - ამ ხალხს რა ძალა, გააჩერებს.
თუ რამე გვაკლდა აქამდე ქართველებს, ერთი წვეთი ან ნაბიჯი თუ გვაკლდებოდა - ორგანიზება და თანმიმდევრულობა იყო.
გვაქვს არჩევნები, გვაქვს არჩევანი და გვაქვს ნება და ჩანს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 
უახლესი ისტორიის უაღრესად ოპტიმისტურ, პოზიტიურ, სიმართლითა და ღირსებით აღსავსე ფურცელს წერს ახლა ხალხი!"

წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი