საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 8 საათზე, "მთავარი არხი" კომპანია Harris X-ის ეგზიტპოლის პირველად შედეგებს გამოაქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ერთი დღე ისტორიულ არჩევნებამდე - ხვალ, 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ზუსტად 20:00 საათზე "მთავარი არხი" ეგზიტპოლის შედეგებს გამოაცხადებს, რომელსაც წამყვანი ამერიკული კომპანია Harris X ატარებს.

როგორც Harris X-ის წარმომადგენელი და ეგზიტპოლების ექსპერტი, ანდრიუ კლასტერი ამბობს, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება, გამოქვეყნდება პირველადი შედეგები, შემდეგ კი კომპანია წარმოადგენს პარლამენტში, ადგილების რაოდენობას თითოეული პარტიისთვის.

"ძალიან მიხარია საქართველოში ყოფნა. მე მონაწილეობა მაქვს მიღებული ეგზიტ პოლებსა და სხვა პოლიტიკურ გამოკითხვებში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, ჰარის ექსიც ასევე ატარებს ეგზიტ პოლებსა და პოლიტიკურ გამოკითხვებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მიღება საქართველოში.

მე 25-წლიანი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და მიმუშავია აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, მალაიზიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, სამხრეთ აფრიკაში, ნიგერიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. მე და ჰარის ექსი ვატარებთ ეგზიტ პოლებს და ჩვენი კომპანიის შედეგი იყო ყველაზე ზუსტი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში. 2012 წელს მე ვმუშაობდი მთავარი ანალიტიკური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილედ ბარაკ ობამას ხელახლა არჩევნის კამპანიაში და იქამდე ვიყავი deputy national targeting director დემოკრატიულ პარტიაში, აშშ-ში.

20:00 საათზე, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ჩვენს წინასწარ შედეგებს, შემდეგ კი წარმოვადგენთ პარლამენტში ადგილების რაოდენობას თითოეული პარტიისთვის, ისევე როგორც vote share-ს თითოეული პარტიისა და კოალიციისთვის. შემდეგ, როდესაც დამატებითი მონაცემები გვექნება, 21:00 და 22:00 საათებზე ჩვენს მონაცემებს კიდევ გამოვაქვეყნებთ. ჰარის ექსი არის აშშ-ის წამყვანი კომპანიაა, რომელიც გამოკითხვებს ატარებს ჰარვარდის უნივერსიტეტის დაკვეთით. გარდა ამისა, ჩვენ ვატარებთ გამოკითხვებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ეგზიტ პოლებს, 2020 წელს კი აშშ-ის არჩევნებში ყველაზე ზუსტი შედეგები ვაჩვენეთ.

ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, და ჩვენ 25 წელია, რაც ვატარებთ ეგზიტ პოლებსა და გამოკითხვებს, ბევრჯერ ვაჩვენეთ, რომ ყველაზე ზუსტ შედეგებს ვდებთ", - ამბობს ანდრიუ კლასტერი.

გარდა ამისა,  Harris X-ის აღმასრულებელი დირექტორი, დრიტან ნეშო ამბობს, რომ "მთავარ არხზე"  არჩევნების საბოლოო მონაცემებს 22:00 საათზე გამოაქვეყნებენ. 

"ხვალ დილით, 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჩვენ გვეყოლება 350-ზე მეტი ადამიანი მთელ ქვეყანაში, ყველა უბანზე, რომლებიც გამოკითხავენ ამომრჩევლებს, რათა გავიგოთ, რა მიმართულებით მიდის ხმის მიცემის პროცესი. მიზანი ამ ეგზიტპოლისა არის, რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმისა, თუ საით იხრება ხმების უფრო დიდი რაოდენობა, რათა ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული. საღამოს 20:00 საათზე, როდესაც უბნები დაიხურება, ჩვენ "მთავარ არხზე" გამოვაცხადებთ ეგზიტპოლების პირველად შედეგებს.

ამის შემდეგ, 21:00 საათზე, ჩვენ ახალ შედეგებს დავდებთ, ხოლო 22:00 საათზე საბოლოო მონაცემებს გავავრცელებთ. Harris X არის კომპანია, რომელიც გამოკითხვებში ყველაზე ზუსტ შედეგებს დებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს კარგი ისტორია. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც აქ, ადგილზე მუშაობენ, ადრეც უმუშავიათ ბევრ ქვეყანაში და უკვე აქვთ გამოცდილება. ჩვენი საქმიანობის მიზანია, რომ ობიექტურად ვაჩვენოთ ხალხის აზრი და მაყურებელმა გაიგოს, რას უნდა ელოდოს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს შედეგებს", - ამბობს დრიტან ნეშო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი