"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულ, ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა" | უილსონი ჩხრეკებზე

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ატლანტიკური საბჭოს ორი თბილისელი მკვლევრის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს ეხმაურება. განცხადებას ჰელსინკის კომისია X-ზე აქვეყნებს.

უილსონი აკრიტიკებს პროკურატურის ქმედებას და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები არჩევნებამდე ორი დღით ადრე განსაკუთრებულად საგულისხმო და შემაშფოთებელია.

"შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების დარბევამ. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. გავიგე, რომ პროკურატურამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.

ცალსახად ვგმობ დარბევას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. დარწმუნებული ვარ, დარბევა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დამტკიცდება - ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა", - წერს უილსონი.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს თბილისში "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის - გიორგი ნონიაშვილის სახლები გაჩხრიკეს. ფინანსურმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. გელავა და ბუზიაშვილი რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი