ჰოლივუდის მსახიობი შესაძლოა ინგლისური ლიგის გუნდის ერთ-ერთი მფლობელი გახდეს

გამოქვეყნდა:

რაიან რეინოლდსი თავის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად აწარმოებს მოლაპარაკებას იმისთვის, რომ ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში მოთამაშე უელსური გუნდის "რექსჰემის" ერთ-ერთი მფლობელი გახდეს. ამ დროისათვის საფეხბურთო გუნდ რექსჰემის მფლობელები თავად ამ კლუბის გულშემატკივრები არიან, რომლებმაც ჩაატარეს გამოკითხვა უნდა გაიყიდოს თუ არა გუნდის აქციები შეძლებულ ინვესტორებზე? გულშემატკივრების 95% მხარი დაუჭირა ამ იდეას.  

ახალი სავარაუდო მფლობელები, რომელთაგანაც ერთ-ერთი რაიან რეინოლდსია, გუნდში 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაბანდებას გეგმავენ, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება შედგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი