რამდენიმე საათი არჩევნებამდე | პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი ლიდერების მიმართვა ქართველ ხალხს

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათი გამარჯვებამდე და 11 საათი კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე. პრეზიდენტი და პროდასავლური ოპოზიცია ხალხთან ერთად "ქართული ოცნების" მარცხისა და ქვეყნის ევროპული მომავლის გასაფორმებლად ემზადება. ახლა ყველა ერთად, რუსი ოლიგარქისა და საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ დგას. საქართველო ისევ ერთიანობას ირჩევს და მთავარ მიზანსაც არ ცვლის. ზუსტად ამ მოტივით მთელი ქვეყანა კონსტიტუციით გარანტირებული ხმის უფლების დასაცავად ემზადება.

ბოლო სამზადისია ოპოზიციურ გაერთიანებებსა და პრეზიდენტის რეზიდენციაში. ორბელიანების სასახლეში რამდენიმე საათში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. ინდივიდუალური თუ საერთო შტაბები ოპოზიციასაც მომზადებული აქვს. ხელისუფლების ოპონენტებმა იციან, რომ მოგება გარანტირებულია, თუმცა საქართველოს არჩევანი დასაცავია. საერთო თანხმობაა იმაზეც, რომ ოლიგარქიული და ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულებულია და ხალხი მზად არის მართვის სადავეები კოალიციურ ხელისუფლებას გადააბაროს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი