"შეშფოთებულები ვართ... მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტ დემოკრატიულ როლს" | Freedom House ჩხრეკებზე

გამოქვეყნდა:

"შეშფოთებულები ვართ... მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტ დემოკრატიულ როლს", - ამის შესახებ Freedom House X-ზე წერს და რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სადამსჯელო ოპერაციას ეხმაურება.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მიერ, "ატლანტიკური საბჭოს" პერსონალის ბოლო დროს განხორციელებული დარბევით. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორიცაა "ატლანტიკური საბჭოს" კვლევითი ცენტრი, დემოკრატიასთან ბრძოლისა და საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტია.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტ დემოკრატიულ როლს, განსაკუთრებით არჩევნების კვირაში", - წერს ორგანიზაცია. 

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს თბილისში "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის - გიორგი ნონიაშვილის სახლები გაჩხრიკეს. ფინანსურმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. გელავა და ბუზიაშვილი რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი