72-ვე უბანი ქუთაისში უკვე გაიხსნა. 57-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი კამათი იყო. დამკვირვებლები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან აცხადებენ, რომ აღნიშნულ უბანზე მათ შეექმნათ პრობლემები და დაიწერა პირველი საჩივარიც. მათი თქმით, ინვენტარი ისეა განლაგებული, რომ სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.

"მოსვლისთანავე ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა უფლება დამკვირვებლებს დამდგარიყვნენ რეგისტრატორების უკან, რაზეც თავმჯდომარემ მიპასუხა, რომ შემეძლო დამეწერა საჩივარი და უკან ვერ დადგებოდნენ, რადგან კანონი ითხოვდა 3-მეტრიან დისტანციას. ასეთი მუხლი არ აქვთ კანონში, ვუთხარი კიდევაც, მივუთითე რომ ის იყო ქართული ოცნების პაიკი, რაზეც მივიღე ის, რომ ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენია თავმჯდომარემ ოპოზიცია" ამბობს დამკვირვებელი. 

საბოლოოდ, დამკვირვებლებს მიეცათ რეგისტრატორების უკან მხარეს დგომისა და დაკვირვების უფლება.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი