საკუთარი არჩევანი დააფიქსირა პრემიერმა კობახიძემ. საარჩევნო უბანზე ის ცოტა ხნის წინ მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ, კობახიძემ საარჩევნო უბანზეც "რადიკალურ ოპოზიციაზე" ისაუბრა და დარწმუნებით თქვა, რომ 60%-იან მხარდაჭერას მიიღებენ. კობახიძე ოპოზიციას "მოუწოდებს, აღიაროს ცესკოს შედეგები".
"ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ხმას და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი" - ამტკიცებს კობახიძე და "ეკონომიკურ აღმავლობაზე" , "მეორე ფრონტზე" და მსგავს შეთქმულების თეორიებზე საუბრობს. არ პასუხობს შეკითხვას - რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი "ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვებას გადაწყვეტს.