"დღევანდელი დღე იქნება ისტორიული...განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს" | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის" - განაცხადა საარჩევნო უბანთან, ხმის მიცემისა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის და რაღაცნაირად, განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს იგივე არჩევანს" აღნიშნა ჯაფარიძემ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი