"სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ პირველი დარღვევები დააფიქსირა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იყო უბნების გახსნის დაგვიანების შემთხვევებიც, ასევე შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება და ფიქსირდება ფულის გადაცემაც:  

"სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მერ მოწოდებული ინფორმაციით საარჩევნო უბნების დაახლოებით 75% იყო მზად 8 საათზე კენჭისყრის დასაწყებად და მომდევნო 20 წუთის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი  გაიხსნა. მარნეულში დაფიქსირდა შემთხვევა  როდესაც უბანი გაიხსნა 9-ის ნახევარზე. " აღნიშნა სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც მათი ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნებზე არ დაუშვეს და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც  გამოაძევეს დამკვირვებლები. 

ISFED-მა სამ უბანზე მოსყიდვის შემთხვევებიც დააფიქსირა:

"საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ და ამ ეტაპისთვის გვაქვს მოსყიდვის 3 შემთხვევა - ტყიბულის პირველი, ახმეტის მე-17 და ჩუღურეთის მესამე უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ თანხის ოდენობა, რომელიც იყო 100 ლარი" განაცხადა დოლიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი