ჩვენ უნდა მოვახერხოთ პოლიტიკა კრიმინალისგან გავათავისუფლოთ და მივიღოთ ახალი საზოგადოება - ამბობს ოლიგარქი საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ. ივანიშვილმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ პროპაგანდისტული განცხადებები აკეთა "აგენტურაზე":
"მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე . ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი - ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ - ქართველ ხალხს, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას...წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც მყისიერად შეუძლია დაავალოს აგენტურას" ამბობს ივანიშვილი, რომელიც არჩევნებზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.