ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის - განაცხადა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და კოალიციის სიის პირველმა ნომერმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც საარჩევნო უბანზე სწორედ შვილებთან ერთად მივიდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. მე დარწმუნებულ ვარ, რომ ეს იქნება დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში მოსვლას კოალიციური ძალების, რომელიც ჩვენ ქვეყანას აუცილებლად უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში" აღნიშნა ბოკუჩავამ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი