"დამკვირვებელი" კუჭაშვილი და სუს-ის მიერ მართული "ქუჩის ბიჭები" გლდანში | ერთ-ერთ უბანზე დაპირისპირება იყო

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო გლდანში, მე-60-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი კაბინაში ბიულეტენს უღებდა ფოტოს. მას შემდეგ რაც დამკვირვებლებმა დარღვევაზე მიუთითეს, აღნიშნულმა პირმა ბიულეტენი დატოვა და უბნიდან გაიქცა. 

კიდევ ერთი დარღვევა კი ამის შემდეგ მოხდა. უპატრონოდ დატოვებული ბიულეტენი საარჩევნო ყუთში კომისიის წევრმა მოათავსა, რაც აკრძალულია.  დაფიქსირდა შემთხვევაც, როცა მოქალაქეს ორი ბიულეტენი მისცეს. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს სავარაუდო კარუსელის მცდელობა. 

ინციდენტის შეეგდე ადგილზე "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი შაკო კუჭაშვილი "დამკვირვებლის" სტატუსით მივიდა და ენმ-ის წარმომადგენელს დაუპირისპირდა.  უბნის ტერიტორიაზე კი სუს-ის მიერ მართული ე.წ ქუჩის ბიჭებიც იმყოფებიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი