დღეს არის ისტორიული დღე, საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე | ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე და ამ ყველაფერს განსაზღვრავს სწორედ დღევანდელი დღე და არჩევნები.

"დღეს არის ისტორიული დღე, რომლითაც იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის, ეს არის კოალიციური მმართველობა, ეს არის ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე, ჩვენ უნდა ავიკაპიწოთ ახლა ხელები და ქვეყანა სწრაფად წავიყვანოთ ევროპის მიმართულებით, გველოდება მთელი მსოფლიო, უყურებს საქართველოს მოქალაქეებს.

მოვედი ძმისშვილთან ერთად, რომელიც პირველად აძლევს წელს ხმას და სწორედ ამ თაობის მოტივაცია, ბრძოლა, შემართება და წყურვილი იმისა, რომ ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ დღეს" აღნიშნა ხოშტარიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი