თელავის მუნიციპალიტეტში ქვემო ხოდაშენის მე-16 საარჩევნო უბანთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს სუსის მიერ მობილიზებული პირები დაუპირისპირდნენ. თავდამსხმელების გაღიზიანება "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა საარჩევნო უბნის მიმდებარედ ვის მიერ იყო ორგანიზებული საკვების მიტანა.
ადგილზე არსებულმა პირებმა ჟურნალისტს და ოპერატორს ტექნიკა წაართვეს და მედიის წარმომადგენლების ადგილიდან გაძევებას შეეცადნენ. აღნიშნულ ინციდენტზე რეაგირება არ ჰქონია საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს. პოლიციის რეაგირება კი იმ კომენტარით შემოიფარგლა, რომ აღნიშნული საქმე სპეციალურ სამსახურს გადაეცა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის განცხადებით, პირები, რომლებიც მათ დაუპირისპირდნენ დავით ესიტაშვილი, ბადრი ბუიშვილი ქართულ ოცნებასთან არიან კავშირში.
ავტორი: ია გულიაშვილი