სახალხო დამცველის წინასაარჩევნო ძალადობებზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და ძალადობრივ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება ექნება. მისივე თქმით, დაფიქსირდა ასევე, პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების შემთხვევებიც
სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით. სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება ექნება. გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პასუხი არავის უგია.