ინციდენტი ბათუმში | "ოცნების" კოორდინატორი მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" კოორდინატორები და სუსი მიერ მობილიზებული პირები საარჩევნო უბნებთან მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი ბათუმში მე-17 საარჩევნო მოხდა. "ოცნების" კოორდინატორის გაღიზიანება "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, თუ რატომ იდგა უბნის მიმდებარედ სამარშრუტო ტაქსი, რომელში მსხდომი ადამიანებიც ადგილზე მისულ პირებს საკუთარ სიებში ამოწმებდნენ. ოცნების კოორდინატორი საარჩევნო უბნიდან გამოვიდა, ე.წ ბეიჯი მოიხსნა და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ოცნების კოორდინატორმა საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ირაკლი თავართქილაძე, თუმცა მთავარმა არხმა გაარკვია, რომ ის იყო გოგიტა გაფრინდაშვილი.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი