ზუგდიდში მე-9 უბანზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის ოჯახის წევრებს დაესხნენ თავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ზონდერდაჯგუფებები ზუგდიდში მე-9 უბანზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის ოჯახის წევრებს დაესხნენ თავს.  როგორც "კოალიციის" წარმომადგენელი სალომე მელია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იყო პოლიცია, მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სალომე მელია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ვინაობასაც ასახელებს, მისი თქმით გიორგი ჯიქიას (წულაია)  მხრიდან მუქარები მის მიმართ მანამდეც იყო. დღეს კი, როდესაც ის მე-9 უბანში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა, გარეთ მყოფ მის მეუღლესა და ბიძაშვილს დაესხნენ თავს. როგორც სალომე მელია ამბობს, მისი ოჯახის წევრები მას ელოდებოდნენ, რომ სხვა უბნებში შემოვლაზე წაეყვანათ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი