დღეს შედეგებს წყვეტს საქართველოს მოქალაქე მთელს მსოფლიოში და "ოცნება" იძულებული გახდება, აღიაროს | "კოალიცია ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

წარმოუდგენლად დიდია გამოცხადება, ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე და ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ გამარჯვებაში - აცხადებენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ქალი ლიდერები. ელენე ხოშტარიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ემიგრანტებს, ნანა მალაშხიამ კი საჯარო მოხელეებს მიმართა და მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში და დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია.

ხათუნა სამნიძის თქმით კი, მაღალი აქტივობა ქართულ ოცნებას იძულებულს გახდის, აღიაროს შედეგები:

"უკვე ისეთია ვითარება, აქტიურობის თვალსაზრისით, რომ ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქე იმარჯვებს და საქართველო იმარჯვებს, როცა გამარჯვება იქნება დიდი სხვაობით და ამას უზრუნველყოფს სწორედ ასეთი აქტიურობა, რასაც ხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში , საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთი ვითარებაა, რომ თვალზე ცრემლი კი გვადგება , იძულებული გახდება ქართული ოცნება რომ აღიაროს ეს შედეგები. მათ არავინ არ ეკითხებათ დღეს შედეგებს, დღეს შედეგებს და საქართველოს მომავალს წყვეტს საქართველოს მოქალაქე მთელს მსოფლიოში" აღნიშნა ხათუნა სამნიძემ. 

არჩევნები 2024 | მთავარის სპეცეთერი [მთავარი 18:00 საათზე]
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი