ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან "ოცნების" მხარდამჭერები მიცვივდნენ | იყო ფიზიკური დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ეზოში, სადაც კოალიციის საარჩევნო შტაბია, ოცნების მხარდამჭერები მივარდნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

"სულ რამდენიმე წუთის წინ, "ოცნების" ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოცვივდნენ ენმ-ის ოფისთან. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს და რომელიც უკიდურესად შეშინებულია. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. ამ არჩევნებში ოპოზიცია ვიმარჯვებთ დამაჯერებლად და ძალიან მნიშვნელოვანია არ გავფლანგოთ არც ერთ ხმა" განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა  თინა ბოკუჩავამ.  

ოცნების ტიტუშკებმა ოფისში შეჭრაც სცადეს, თუმცა ენმ-ის წევრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი