დარწმუნებული ვარ, ასეთი დიდი უპირატესობის გამო, ივანიშვილი აღიარებს მარცხს და დათმობს ხელისუფლებას | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა ეგზიტპოლების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი დიდი უპირატესობის გამო, ივანიშვილი აღიარებს მარცხს:

"ნამდვილად იყო ეს მოლოდინი. მთელი დღის მანძილზე ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიცია არამხოლოდ გაიმარჯვებდა , არამედ გაიმარჯვებდა ძალიან დიდი უპირატესობით და ასე მოხდა სწორედ. 10%-იანი განსხვავებაა, უპირატესობა აქვს ოპოზიციას ამ არჩევნებში , რაც კიდევ უფრო გაიზრდება დარწმუნებული ვარ, როდესაც დაიწყებს შედეგები შემოსვლას ცესკო-დან. მე იმაშიც დარწმუნებული  ვარ, რომ ასეთი დიდი უპირატესობის გამო, ივანიშვილი აღიარებს მარცხს და დათმობს ხელისუფლებას , ამიტომ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, იმ პარტიებზე, რომლებსაც მოგვანიჭა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა, რომ ჩვენ უსწრაფეს დროში დავიწყოთ კოალიციური მოლაპარაკებები , შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ამ თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს , რომლის ინიციატივით შედგა ქართული ქარტია" აღნიშნა ბოკუჩავამ. 

იხილეთ:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი