Harrys X -ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით პროევროპული ოპოზიცია 80 მანდატს, "ქართული ოცნება" კი 70 მანდატს მიიღებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დაკვეთით, Harrys X -ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობას პროდასავლური ოპოზიცია ჩამოაყალიბებს. არსებული მონაცემების თანახმად "ქართული ოცნება" 70 მანდატს მიიღებს პროევროპული ოპოზიცია კი 80-ს.

რაც შეეხება ოპოზიციის შიგნით მანდატების გადანაწილებას
კოალიცია ცვლილებისთვის -  31 მანდატი
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 21 მანდატი
ძლიერი საქართველო  - 15 მანდატი
გახარია საქართველოსთვის - 13 მანდატი

Harrys X -ის ეგზიტპოლის მოინაცემები მიღებულია 11 510 ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგად.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი