საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ზეიმი დაახლოებით 20 წუთში დაასრულა - პარტიის ოფისის წინ ოლიგარქის გუნდი შეიკრიბა და ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას, "გორბის" ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით, "გამარჯვება" მიულოცა. 

ტერიტორია მათ ღონისძიების დაწყებიდან მალევე, დაახლოებით 20 წუთში დატოვეს - მედიას "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა დღეს საერთოდ არ მიეცა. შესაბამისად, უცნობია, რას ზეიმობენ დღეს ისინი. ასევე, უპასუხოდაა კიტხვა, აპირებს თუ არა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას ოლიგარქი ივანიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი