არჩევნების გაყალბების მცდელობები, დაშინება და შანტაჟი | ქუთაისში 72 საარჩევნო უბანი დაიხურა

გამოქვეყნდა:

არჩევნების გაყალბების მცდელობა, ამომრჩევლის დაშინება, შანტაჟი და მათთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა - ამ ვითარებაში წარიმართა საარჩევნო პროცესი იმერეთში. ამ დროისთვის, ქუთაისში 72 საარჩევნო უბანი უკვე დახურულია. ამომრჩეველთა აქტივობა კი 53,27%-ს შეადგენს. 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თქმით, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით კი, არჩევნები თავისუფალ სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში არ მიმდინარეობდა. მათი თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის კონტროლი ხდებოდა. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებმა "მთავარ არხს" მიაწოდეს დოკუმენტები, სადაც ხდებოდა ამომრჩევლების გადახარისხება, სახელისუფლებო პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი გადარჩევა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი