ხმების დათვლისას, ზუგდიდის მე-9 უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებლები გააძევეს | გაბათილებულია ოპოზიციური ბიულეტენების უმრავლესობა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, მე-9 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მხრიდან, ოპოზიციის საარჩევნო ხმების გაბათილებას დაპირისპირება მოჰყვა. ხმების გადათვლას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დამკვირვებლები, რადგან ისინი უბნიდან გააძევეს.

მე-9 უბანზე ხმების დათვლის პროცესს კრიტიკული მედიის, მათ შორის "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფები ესწრებოდნენ. როგორც ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ყველა ბიულეტენი, რომელიც სავარაუდოდ ოპოზიციის ხმად უნდა ჩათვლილიყო, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნით ბათილად ცნეს.

აღნიშნულ უბანზე მთელი დღის განმავლობაში არაერთხელ მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი