დევი ჭანკოტაძე იქნება სიის ერთ-ერთი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარ კანდიდატებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 23 სექტემბერს დასახელებულ კანდიდატებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციამ ძველი და ახალი სახეებით, კანიდატების ძლიერი გუნდი წარადგინა:

ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ მიუხედავად ყველაფრის ენმ-მ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლეს წარმოდგენა ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის და გარდა ტრადიციული ლიდერებისა აქ არის ახალი შემომატებული ხალხი.

აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია აქ არის მალხაზ ჯალაღონია ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან, აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა და ასევე შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი არამხოლოდ ტელესივრცის არამედ ზოგადად შემოქმედებითი სივრცეების საქართველოში და ესეც ძალიან დიდი შენაძენია - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, დევი ჭანკოტაძე, რომელიც სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა,​ ეროვნულ კამპანიაში იქნება ჩართული.

ასევე დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე და ის რომ დევი ჩვენთან არის და ისევ საქართველოს სამსახურში დგას და იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტისა და ხელისუფლების ეს არის ნიშანია რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

"ენმ"-სა და "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სრული სია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი