"ეს გაყალბებები გვაგონებს ასლან აბაშიძის დროინდელ გაყალბებებს... არჩევნები წაგვართვეს" | სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“

გამოქვეყნდა:

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ არჩევნებს კრიტიკულად აფასებს და გაყალბების დიდ სქემაზე საუბრობს. მათი თქმით, დღის მანძილზე დაფიქსირებულმა არაერთმა დარღვევამ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა შელახა. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, "ცესკოს" შედეგები ქართველი ამომრთველის ნებას არ ასახავს.

"სქემა გაიშიფრა. ჩვენ უამრავ საარჩევნო ოლქში ვნახეთ ის, რომ დამკვირვებლებს განსაკუთრებით არ აძლევდნენ საშუალებას დაჰკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს, ანუ ვინ მოდიოდა საარჩევნო უბანზე და ვისი მონაცემები შეჰყავდა რეგისტრატორს. ამის დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო. ძალიან ბევრ უბანზე ვნახეთ პირები, რომელთაც პასპორტი ედოთ პირადობის ნომრები და ამ ნომრებით 
არეგისტრირებდა რეგისტრატორი", - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ.

სადამკვირვებლო მისია ამბობს, რომ დარღვევებს მასიური და მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.

"ეს გაყალბებები გვაგონებს ასლან აბაშიძის დროინდელ გაყალბებებს. დიდი ხანია, ასეთი რამ საქართველოში დამკვირვებლებს არ უნახავთ. რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ავტოკრატია გაფორმდა. არჩევნები წაგვართვეს. ეს არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. სიტუაცია არის უკიდურესად მძიმე", - განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.

არჩევნები 2024 | მთავარი 6 საათზე - 27.10.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი