ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა, ახლა არ არის უიმედობის დრო | გახარია

გამოქვეყნდა:

ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლასა და დაშინებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა - აცხადებს გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებზე და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე საუბრისას.

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერი აცხადებს, რომ არჩევნებზე ზემოქმედება არ დაწყებულა გუშინ და დიდი ხანია ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს. მისივე თქმით, მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ყველა სამართლებრივი გზით შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა:

"დღეს, ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან მოქალაქეების ნების დასაცავად. ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას... მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ახლა არ არის უიმედობის დრო ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით." თქვა გახარიამ.

მისივე განცხადებით, საჭიროა, "გონივრული პროტესტის ის ზომები", რომელიც მოქალაქეების ნებისა და არჩევნების ინსტიტუციის დაცვას მოემსახურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი