არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას და გამჭვირვალობას | ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია

გამოქვეყნდა:

არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას და გამჭვირვალობას - აცხადებს არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ზლატკო ვუიოვიჩი.

26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას ორგანიზაციის 88 წარმომადგენელი აკვირდებოდა: 

"არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას და გამჭვირვალობას. გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ გამოხატული ძალადობა, ასევე ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება, ზეწოლა იქნა განხორციელებული სამოქალაქო  საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ. ENEMO წუხს ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობლად მოახდინა დარღვევა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე. 

ასევე, ანგარიში ეხება წინასაარჩევნო პროცესებს და ხაზგასმით ვიტყვით, რომ პროცესი მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში , იყო გავრცელებული დეზინფორმაციის კამპანიებიც, ინკლუზიურობას და თანასწორობას ეს პროცესები აფერხებდა" განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. [თარგმანი ფორმულა]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი