ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის დღეს, ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლო ამომრჩეველს რომ ხმა მიეცა შიშის გარეშე | ეუთო/ოდირი

გამოქვეყნდა:

ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს და იმ ვითარებაზე საუბრობს, რა ვითარებაშიც კენჭისყრის დღემ ჩაიარა.

"მაშინ, როცა 26 ოქტომბრის არჩევნებმა ამომრჩევლებს დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, აქ გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად. კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიის რიტორიკა ზოგადად იყო დიდი განხეთქილების შემომტანი. განსაკუთრებით იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. 

ასევე, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის დღეს, ეს ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლო ამომრჩეველს რომ ხმა მიეცა შიშის გარეშე. რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს ის ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, თუმცა ხშირი და ბოლოდროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური მიზნით." აღნიშნავს დამკვირვებელი და ხაზს უსვამს პარტიებს შორის, ფინანსურ დისბალანსს და პოლარიზებულ მედიაგარემოს:

"ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს; პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე და ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი...

კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და არსებობდა ეჭვები იმაზეც, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და იბადებოდა ეჭვები მისი მიუკერძოებლობის მიმართ" - ამბობს პასკალ ალიზარდი. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი