ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მისიებთან და ოპოზიციონერ კოლეგებთან იმისთვის, რომ დაისახოს გეგმა ამ შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის - განაცხადეს "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე.
ანა დოლიძის თქმით, არჩევნები მასობრივად გაყალბდა:
"ჩვენ ვხედავთ იმედს და ნდობას, რომელიც გამოგვიცხადეთ თქვენ და ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე სხვადასხვანაირი საშუალებებით სამართლებრივი, არასამართლებრივი, კანონიერი საშუალებებით, იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი ევროპული არჩევანი. ევროპულ მოძრაობას, ევროპულ ოპოზიციას მოგებული აქვს ეს არჩევნები, თქვენ არჩევნები მოიგეთ, ქართული ოცნება არალეგიტიმურია და ჩვენ ვაპირებთ ყველგან ეს დავადასტუროთ, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ და ნელ-ნელა ვკრებთ უფრო მეტ ფაქტს "ოცნების" გაყალბების შესახებ, პირველად ისტორიაში, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი როდესაც მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირადობების ჩამორთმევით და აიძულეს მათ დარჩენილიყვნენ სახლში და ამით გამოიყენეს გაყალბების უდიდესი სქემისთვის რუსებთან ერთად, რის შედეგადაც გაგვიყალბეს არჩევნები" აღნიშნა დოლიძემ.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, "იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ამ ბრძოლისთვის მზად ვართ , თავგანწირვისთვის მზად ვართ იმიტომ, რომ ჩვენს უკან დგას საქართველო. ჩვენ ვართ კონსულტაციებში ბარიერგადალახულ პარტიებთან, პრეზიდენტთან, უამრავი აზრი გვაქვს და არავინ არ გაბედოს ხელების ჩამოყრა"