"საქართველოს მოქალაქეების ხმა არ შეისმინეს. ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს არჩევნები მოპარა;
პროევროპული პარტიები ვმუშაობთ პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და დეტალებს ძალიან მალე გაგაცნობთ" - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის", რომლის ერთ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ პროდასავლური ოპოზიციის სხვა ლიდერები , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რა გეგმა აქვთ ქართული ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებსა და პრეზიდენტს, სავარაუდოდ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. დღეს, საღამოს 21 საათზე სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს.