ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ 26 ოქტომბრის არჩევნების პირველადი შეფასება წარმოადგინა. როგორ ოუენ მერფიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი, კერძოდ ადგილი ჰქონდა დაშინებას,იძულებას და ზეწოლას განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე.
"მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებების - სრულად პროპორციული სისტემის და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა მოხდა იმ გარემოში, რომელიც არის პოლარიზებული. ამას თან ახლდა ეჭვები და შეშფოთებები, რაც უკავშირდება ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ცვლილებები იქნა შეტანილი გენდერულ კვოტებსა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიაში მონაწილეობა, მაგრამ კამპანიის შესაძლებლობები ზოგადად იქნა შეზღუდული, ასვე მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმებს. უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი: ადგილი ჰქონდა დაშინებას,იძულებას და ზეწოლას განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე. ეს ზრდის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა რომ თავისუფლად, შიშის გარეშე მიეცა ხმა. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
მმართველ პარტიას ჰქონდა ძალიან დიდი ფინანსური უპირატესობა სხვა კონკურენტებთან შედარებით. კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის კუთხით საჯარო ნდობა და გამჭვირვალობა შეზღუდული იყო. უნდა აღინიშნოს ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაც.
18 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი განვახორციელეთ 6 ტელეარხზე და 2 ონლაინმედიაში. ეს მონიტორინგი აჩვენებს მიკერძოებას ყველა მედიასაშუალების მაგალითზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო მმართველ პარტიას. აღსანიშნავია პოლიტიკოსების უარი დებატებში მონაწილეობაზე.
კენჭისყრის დღემდე საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტურად გაართვა თავი ტექნიკური ასპექტების მართვას. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე ზემოქმედება მოახდინა ბოლო პერიოდში მიღებულმა ცვლილებებმა.
ახალმა ტექნოლოგიამ შეამცირა მანიპულირების და ადამიანური შეცდომის რისკი. პროცედურულად პროცესი კარგად იყო ორგანიზებული მაგრამ 847 უბნიდან 6%-ში უარყოფითად იქნა შეფასებული, რაც მნიშვნელოვანი რაოდენობაა.
ამომრჩევლის აღრიცხვა პარტიის წარმომადგენლების მიერ ეს არის კანონსაწინააღმდეგო და ასევე ზეგავლენას ახდენს ხმის ფარულობაზე. 24% შემთხვევაში ხმის ფარულობა დაირღვა, თუკი გავითვალისწინებთ როგორ აძლევდნენ ხმებს ამომრჩევლები.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ ტექნიკა მუშაობდა კარგად, მაგრამ იყო გარკვეული გამოწვევები თანამშრომლებისა და ამომრჩევლების შემთხვევაში. რადგან ეს სიახლე იყო რამდენიმე შემთხვევაში ამან დააბრკოლა საარჩევნო პროცესი. მისაწვდომობის მხრივ გაუმჯობესება სახეზე იყო მაგრამ 65% შემთხვევაში ძალიან რთული იყო ეტლით მოსარგებლეებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომა.
მოხდა ფიზიკური დაპირისპირების და დაშინების რამდენიმე შემთხვევა, ასევე კენჭისყრის დღე აღინიშნებოდა დაძაბული გარემოთი.
მოხალისე დამკვირვებლები და სამოქალაქო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ თუ რამდენად შექმნა სტიგმა გამჭვირვალობის შესახებ კანონმა. ასევე ისინი დაექვემდებარნენ ზეწოლას თავისი საქმიანობის გამო. ეს ასევე ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებას და შემაშფოთებელია," - განაცხადა ოუენ მერფმა. [სინქრონული თარგმანი]