"კოალიცია ცვლილებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე" | ნანა მალახშიას განცხადება

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. მისი თქმით, არჩევნები გაყალბებულია და კოალიცია შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს. მალაშხიამ ჩამოთვალა 20 თანაგუნდელი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატებზე ასევე უარი თქვეს. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ყველა ერთად ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგებია რის არალეგიტიმური

ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხი მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე და წაგიკითხავთ ოცეულს, ვინც მიერთდება:

  • მე, ნანა მალაშხია;
  • ნიკა მელია;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  • გიგა ლემონჯავა;
  • თენგო თევზაძე;
  • ცოტნე კობერიძე;
  • გიორგი კირთაძე;
  • ივანე ჭყონია;
  • ხათუნა სამნიძე;
  • ოქტაი კაზუმოვი;
  • მაია კოპალეიშვილი;
  • გიორგი ბუტიკაშვილი;
  • ბორის ჩელო ყურუა;
  • ანა გოგოლაძე;
  • გიორგი იმედაშვილი;
  • ელენე ხოშტარია;
  • სოფია გოლეთიანი;
  • მარიკა არევაძე;
  • ანი ქავთარაძე;
  • თორნიკე ბიკაშვილი. 

ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ქართველი ხალხის ხმების დასაცავად იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ხმა არ იქნება გაგონილი ამ ქვეყანაში", - განაცხადა მალაშხიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი