"შეშფოთებულები ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო... ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს" | გერმანიის საგარეო

გამოქვეყნდა:

"შეშფოთებულები ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო... ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს და ეუთო/ოდირის კრიტიკულ დასკვნას ეხმაურება: 

"შეშფოთებულები ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ეუთო/ოდირის ცნობების გამო, რომლებიც უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. გერმანია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება ასევე აისახება ევროპულ გზაზე საქართველოს მომავალ პროგრესზე“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.​​​​​​​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი