"არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს.

...მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტს შორის იმისთვის, რომ გვქონდეს საერთო სამოქმედო გეგმა იმ პირობებში, როდესაც გუშინ ისტორიული არჩევნების გამარჯვების შედეგი, სადაც გაიმარჯვა ქართველი ხალხის ევროპულმა არჩევანმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა. ეს იყო არჩევნების ტოტალური მიტაცება, რასაც ასევე ეხმაურება, თქვენ ნახეთ, ჰელსინკის კომისია, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, რომელიც რუსულ ჩარევაზე საუბრობს. ეს მართლაც იყო ერთგვარი რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის თავისუფალი ნების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ახლაც გავაგრძელებთ ინტენსიურ კონსულტაციებს პრეზიდენტთან. პრეზიდენტს თავად ექნება განცხადება დღეს 9 სააათზე და სწორედ ამ დროს საზოგადოება გაიგებს რა არის კონკრეტული მოქმედების გეგმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს საერთო გეგმა ყველა ოპოზიციური პარტიის, რომელმაც გადალახა ბარიერი და მიიღო ხალხის ნდობის მანდატი გუშინდელ არჩევნებზე. 

[...]

ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

"როგორც იცით, ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ჩვენ მზად ვართ ყველა მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ სიები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ამაზე კითხვაც რომ არ დაისვას. არც კი გვიფიქრია სხვა ალტერნატივა, გუშინ როგორც კი განცხადება გავაკეთეთ, ეს ნიშნავს, რომ ამ პარლამენტში არც შესვლა და არც სია არ იარსებებს, 9 საათზე პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას, გვჭირდება პროტესტი, მჯერა, გვექნება სრული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა ვაშაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი