საარჩევნო უბანზე სიებით შესული გარეშე პირები Post Factum-ის კამერას ფანჯრიდან გაექცნენ | დარღვევები კახეთში - თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

საარჩევნო უბანს პერიმეტრში სიებით შესული გარეშე პირები, რომლებიც Post Factum-ის კამერას ფანჯრიდან გაექცა - კახეთშიც საარჩევნო პროცესმა საყოველთაო ზეწოლისა და მასშტაბური დარღვევების ფონზე ჩაიარა.

სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისე გათავხედდნენ, სიების დალაგების ამბავს საარჩევნო უბანზევე ალაგებდნენ. ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელმა ისინი ამ საუბრის დროს ტელეფონით გადაიღო - რუსული პარტიის აქტივისტმა მიშვერილი ტელეფონი დაინახა და გვერდით ოთახში ჩაიკეტა. კარის უკან ნამდვილად ჩანდა ქალბატონი, რომელმაც კარი რამდენიმე წუთის შემდეგ გახსნა.

26 ოქტომბრის არჩევნებზე ერთმა და ორმა დამკვირვებელმა ვერაფერი შეცვალა. უბანზე თავმჯდომარეც, მოადგილეც, მდივანიც ყველგან ერთი პარტიითაა პირშეკრული.

კახეთში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, იხილეთ თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი