ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამარცხვინოა დარღვევები, რომლებიც ეუთო/ოდირის ანგარიშითაც დასტურდება. მისი თქმით, საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
"ეუთოს ანგარიშები, საქართველოს არჩევნების შესახებ, ადასტურებს მრავალ დარღვევას. რა სირცხვილია. მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც მასობრივად გამოვიდა ხმის მისაცემად, დაშინების მიუხედავად. მათი სურვილს, ევროპული მომავლის შესახებ, საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს", - წერს ბაიბა ბრაჟე.