პრეზიდენტი, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. აუდიენცია ერთი საათის წინ დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. სალომე ზურაბიშვილთან მივიდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძეც. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და გიორგი ვაშაძე.

გიორგი გახარია აუდიენციაზე არ იმყოფება, მაგრამ მას ესწრება „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილი.

შეხვედრაზე მსჯელობენ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საზოგადოებას პრეზიდენტი გააცნობს.

როგორც ცნობილია, 21:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი