"საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ვაპირებ, ქვეყანა შევიყვანო ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დღის წესრიგში... ვიმსჯელებთ შემდგომი ურთიერთობების ნაბიჯებზე", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ვაპირებ, რომ საქართველო შევიყვანო ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დღის წესრიგში.
ჩვენ მივუთითებთ, ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებებს და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და აღნიშნული ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები უნდა იქნას სერიოზულად გარკვეული და აღმოფხვრილი.
ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ გამოიჩინონ მყარი ერთგულება ქვეყნის ევროპული გზის მიმართ, ასევე, ივნისში და ოქტომბერში ევროპული საბჭოს კონსულტაციების შესაბამისად. პოლიტიკურ სპექტრში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ახლა უმთავრესია.
ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს," - წერს მიშელი.