"ბრძოლა გრძელდება... ხვალ, 19:00 საათზე, ყველანი რუსთაველის გამზირზე", - ამის შესახებ პრეზიდენტთან გამათული კონსულტაციების შემდეგ, ორბელიანების სასახლეში, "კოალიცია ცვლილებისთვის"
ის მიზნები და ამოცანები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავისახეთ, ბევრი განსხვავებული ადამიანი გავერთიანდით ძლიერი სახელმწიფოს იდეის გარშემო, ჯერ არ არის, რა თქმა უნდა, შესრულებული და მიღწეული და ეს ბრძოლა გრძელდება. არავის ჰქონდა იმისი მოლოდინი, რომ ავტოკრატია დემოკრატიულ არჩევნებში ჩატარებულ არჩევნების შედეგად დამარცხებას აღიარებდა და გამარჯვებულს მიულოცავდა. შესაბამისად, ავტოკრატიაში თავისუფალი არჩევნებიც ვერ იქნებოდა ჩემის აზრით. ეს რა თქმა უნდა, ოქსიმორონია, უბრალოდ არჩევნებიც კი არ იყო... შესაბამისად, არაფერი არ იწყება და არაფერი არ მთავრდება, უბრალოდ პროცესი გრძელდება.
[...]
უმნიშვნელოვანესია. დღევანდელი შეხვედრა ისტორიული შეხვედრა იყო სადაც ოპოზიცია ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად შეთანხმდა... ყველანი ხვალ, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, - განაცხადა ნიკა მელიამ.