"ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით", - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი წერს და საქართველოში გაყალბებულ არჩევნებსა და სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
"საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით", - წერს სიკორსკი X-ზე.