"შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას" | ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ნორვეგიის საელჩო საქართველოში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ესპენ ბარტ ეიდენის განცხადებით გამოეხმაურა და ეუთო/ოდირის ანგარიშებზე დაყრდნობით, არჩევნების მრავალ დარღვევაზე შეშფოთება გამოხატა.

"ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ესპენ ბარტ ეიდეს განცხადება: შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევნოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს. საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი