"ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას... მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას" | ჰელსინკის კომისია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებას კიდევ ერთხელ აზიარებს.

"ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და პატივი სცეს მათ არჩევანს", - წერია კომისიის X-ის გვერდზე.

მანამდე, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსეთის ჩარევების ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და MEGOBARI აქტის თანაავტორმა, ჯო უილსონმა გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი