"საქართველოში ორბანის ვიზიტი აბსოლუტურად ამაზრზენია", - გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი X-ზე წერს და საქართველოში ვიქტორ ორბანის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. 

"საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი აბსოლუტურად ამაზრზენია. ის მხარს უჭერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მიიტაცა საქართველო, როგორც სახელმწიფო. ველოდები, რომ ევროკავშირი აშკარად დისტანცირდება მისი ვიზიტისგან და დაგმობს მას მაქსიმალურად მკაცრად", - წერს ჰაკერი.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრორუსი პრემიერი პირველი იყო, ვინც ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, ოლიგარქის ხელისუფლებას არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 28-29 ოქტომბერს, ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი